Home / სიახლეები / KIKI Nights – ქვიარ ტექნო ღამეების სერია

KIKI Nights – ქვიარ ტექნო ღამეების სერია

როცა KHIDI-ს ეზოში გამოვდივარ და ერთმანეთთან მოსაუბრე ქვიარებს ვხედავ, ან მე თვითონ ვერთვები საუბარში ეს მომენტი ჩემი პატრონუსია, თბილი ენერგიების ნაკრები, რომლითაც ყველა დემენტორი დამარცხდება.

რახან დღეს დემენტორები მძლავრობენ, ჩვენი ვალია ეს თბილი ურთიერთობები მაქსიმალურად მეტ ქვიარს გავუზიაროთ. ერთმანეთზე ზრუნვის იდეით შეიქმნა სწორედ ქვიარ ღამეების სერია KIKI Nights, რომელმაც შეიძლება ითქვას რომ უნიკალური საცეკვაო სივრცე შესძინა თბილისს და თავისუფლების ჰაერი მიმოფანტა არამხოლოდ მტკვრის ორ სანაპიროზე, რომლებსაც ვახუშტის ხიდი ბუნებრივად აკავშირებს, არამედ ეს სიყვარული გაუგზავნა სომხეთსა და აზერბაიჯანს, სადაც ჩვენი უამრავი და და ძმა ასევე იბრძვის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებისთვის. კავკასიის არაერთი ქალაქიდან ჩვენ სიყვარულით ვიღებთ და ვმასპინძლობთ ქვიარებს.

მაშ რა გამოარჩევს კიკის? რა ხდის მას უნიკალურს და საჭიროს ქვიარ თემისთვის?

KIKI Kids

უპირველესად KIKI Nights უნიკალური მისი ქვიარ არტისტებისა და მოხალისე დრაგ პერფორმერების გამო გახდა, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ადგილობრივ, ხშირად მწარე იუმორზე დაფუძნებული პერფორმანსებს მინიმალური რესურსებით დგამენ და დღითიდღე გვაოცებენ.

აივ პრევენცია და მზრუნველობა

მეორე რაც უნდა ითქვას, არის ის რომ KIKI საშუალებაა თითოეულ ქვიარამდე მივიდეს „თანადგომას“ აივ პრევენციის სერვისები. ეს არის მედიუმი, რომლითაც სექსუალობაზე, სქესობრივ ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე შეგიძლია მიიღო ინფორმაცია. კლუბის გარე სივრცეში Haerze განთავსებულ მობილურ ლაბორატორიაში, სადაც გულიანი, მეგობრული სოციალური მუშაკები გელოდებიან შეგიძლია უფასოდ და ყოველგვარი პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე (ანონიმურად) ჩაიტარო სწრაფი ტესტი აივ ინფექცია/შიდსზე და C ჰეპატიტზე. მსგავსი პირობებითვე მიიღო უსაფრთხო სექსისთვის გაკუთვნილი საშუალებები, ლუბები და კონდომები (პრეზერვატივი).

აქტივისტი არტისტები და მუსიკა

კლუბის სტუმრებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება სერიების მუსიკალურ ხარისხიც, რომლსაც მსოფლიო დონის მუსიკალური მენეჯერების გუნდი არჩევს. KIKI Nights მასპინძლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ტექნო სცენის გამორჩეულ არტისტებს. იმ არტისტებს, რომლებსაც მუსიკალურ ჟღერადობასთან ერთად გამოარჩევს მათი აქტივისტური საქმიანობებაც. არასოდეს დამავიწყდება For You Katerina, სლოვაკი ბერლინში მოღვაწე დრაგ პერფორმერი, მისტიური ხმით, საოცარი პოეტური ჟღერადობით და ემანსიპატორული ქვიარ ტექსტებით, რომელსაც პირველმა კიკიმ უმასპინძლა. ცნობილი მაისის მოვლენების დროს, როცა ტექნო კლუბებში რეიდები განხორციელდა, KIKI Night-ი მასპინძლობდა Phase Fatale-ს ბერლინში მოღვაწე ტექნო არტისტს, კლუბ Berghain ის და KHIDI ს რეზიდენტს. მაშინ არტისტის და აქტივისტების გადაწყვეტილებით, სოლიდარობის ნიშნათ ჩვენ შევუერთდით პროტესტს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ. სექტემბერში კი არტისტი სპეციალურად ჩამოვიდა ქართველ მსმენელთან შესახვედრად. ტექნო სცენაზე პატრიარქატის ჰეგემონიის დასასრულად მოინიშნა Kiki Nights-ის საღამოები, რომელზედაც წარდგნენ ქალი ტექნო არტისტები LIZA RIVS, SPRING, SALOME, KILLA;

Darkroom & ინტერიერი

კლუბი KHIDI- ის კონცეფცია და ინტერიერი ნამდვილად იმსახურებს გამოჩეულ ადგილს მსოფლიო ტექნო სცენებში. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბაგრატიონის ხიდის ქვეშ განთავსებული საკლუბო კომპლექსი სამ უნიკალურ სივრცეს აერთიანებს. G2 სცენა კი, სადაც KIKI Nights ის ქვიარ სერიები იმართება, შთაგონებულია ჰაუს / დისკო ჟღერადობით და ინტერიერით. ასევე ივენთზე სპეციალურადაა მოწყობილი ოთახი, სადაც პარტნიორის პოვნას და სექსით ტკბობასაც ინტიმურ სივრცეში შეძლებთ.

Check Also

ინტიმური ჰიგიენა (თანასწორობის მოძრაობა)

ჰიგიენა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანთა ცხოვრებაში. ის მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და თავდაჯერებულობისთვის. სწორედ ამიტომ, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *