Home / სიახლეები / მონაწილეების მიღება ქვიარ სკოლაში

მონაწილეების მიღება ქვიარ სკოლაში

KIKI Education
KIKI-ს განათლების პლატფორმა გიწვევთ ქვიარ საკვირაო შეხვედრებზე.
აღნიშნული კურსი დააინტერესებს აქტივისტებს, ქვიარ სტუდენებს სოციალური, სამედიცინო და ჯანდაცვის მიმართულებებიდან, გენდერის მკვლევარებს, სოციალურ მუშაკებს და სხვ.
სასწავლო მოდული შედგება თემატური ლექცია/დისკუსიებისგან, შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებები, სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები, ადგილობრივი და საერთაშორისო ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები, ინტერსექციური და ქვიარ თეორიები, სექსუალობა და გენდერი, ლგბტქი სპეციფიური ჯანდაცვის საჭიროებები, აივ ინფექციის პროგრამები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, აივ ინფექცია და ასაკის მატება, ადვოკაცია, სოციალური კამპანიები.
ლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ წამყვანი მკვლევარები უნივერსიტეტებიდან, პროფესიონალი ექიმები, ჯანდაცვის სპეციალისტები, არასამთავრობო და სამთავრობო ინსტიტუციების წარმომადგენლები.
ლექციები ჩატარდება „საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ თანადგომას“ ოფისსა და სამეცნიერო პიკნიკების დროს (4 თვის განმავლობაში).
სკოლის მონაწილეთა შერჩევა ხდება სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების საფუძველზე.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 11 დეკემბერი!
________________________________________________________________________________
KIKI Education ქვიარ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს საკვირაო სკოლას, ცოცხალ ბიბლიოთეკას, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და თემატურ ტრენინგებს.
პლატფორმა შეიქმნა „თანადგომას“ პროექტის „თემთა გაძლიერება ჯანმრთელობის უფლების საკითხებზე“ ფარგლებში, „მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიის კოალიციის (ECOM) ფინანსური მხარდაჭერით.
The platform was created under the TANADGOMA’s project “Empowering communities for Right to Health” with the ECOM support in the framework of the Regional program “Right to Health””

Check Also

ბუდე – ქუთაისი

თარიღი: 20/07 პარასკევი 00:00 ადგილი: BUDE / ქუთაისი დასწრება: თავისუფალი,  და+ დი TANADGOMA   ORIM   b2b  …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *