Home / ავტორის გვერდი / რთული დაავადების მარტივი პრევენცია, ანუ რა უნდა ვიცოდეთ შიდსის შესახებ

რთული დაავადების მარტივი პრევენცია, ანუ რა უნდა ვიცოდეთ შიდსის შესახებ

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი (sazogadoeba.ge)

შიდსი- შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი არის ნელა პროგრესირებადი დაავადება, რომელსაც იწვევს აივ ინფექცია (ადამიანის იმუნური დეფიციტის ვირუსი). აივ ინფექცია ადამიანის ორგანიზმში სიცოცხლის ბოლომდე რჩება, ხოლო შიდსი მისი ბოლო სტადიაა, რომელიც იწვევს სიკვდილს. აივ ინფიცირებიდან შიდსის განვითარებამდე ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ადამინის ორგანიზმზეა დამოკიდებული, თუმცა საშუალო პერიოდად 10-15 წელი სახელდება. აივ ინფექციის დადგენა არ ნიშნავს დაავადების შიდსამდე პროგრესირებას. მისი განვითარების შეფერხება მკურნალობის გზითაა შესაძლებელი.

შიდსს ახალგაზრდა დაავადებად მიიჩნევენ, რადგან კლინიკურად ის პირველად 1981 წელს აღწერეს. ერთი წლის შემდეგ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ის ოფიციალურად დაარეგისტრირა და გეი-ასოცირებული იმუნოდეფიციტი უწოდა, რადგან თავდაპირველად ჰომოსექსუალ მამაკაცებში დაფიქსირდა. რისკ ჯგუფებიდან გამოდინარე, დაავადებას სახელი რამდენჯერმე შეეცვალა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შესაძლებელია ის ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. 1983 წელს შიდსის გამომწვევი ადამიანის იმუნური დეფიციტის ვირუსი იქნა აღმოჩენილი, ხოლო სახელწოდება ოთხი წლის შემდეგ მიენიჭა. ამჟამად აივ/შიდსი მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, ყველა ქვეყანაშია დაფიქსირებული. ყველაზე მეტად აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული, ასევე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსი 1989 წელს დაფიქსირდა. 2014 წლის მონაცებით კი 4646 შემთხვევაა გამოვლენილი. მიმდინარე წელს 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტთა უმრავლესობა ოცდაცხრიდან ორმოცწლამდე ასაკისაა.

დაავადების დასადგენად საჭიროა ანალიზის გაკეთება. მიუხედავდ იმისა, რომ ვირუსს თან სდევს გარკვეული სიმპტომები (სისუტე, ტემპერატურის უმიმზეზო მატება, წითელი ლაქები კანსა და ლორწოვან გარსზე, თეთრი ნადები პირის ღრუში) ინფიცირებული ადამიანი შესაძლოა თავს ჯანმრთელად გძნობდეს. რაც შეეხება დაავადების გავრცელებას, რისკ ჯგუფების არეალს ის დიდი ხანია გასცდა, ამიტომ სტატუსის შემოწმება ყველა ადამიანისთვის საჭიროა. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ვირუსისგან თავს ინფიცირებული ადამიანისგან შორს ყოფნით დაიცავს. მსგავსი შეხედულება კი ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. სინამდვილეში ვირუსის მატარებელ ადამიანთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა უსაფრთხოა, თუკი მარტივ წესებს გავითვალისწინებთ. სწორედ ასეთ საჭირო ინფორმაციას გვაწვდის და ანალიზის ჩატარებით სტატუსის დადგენაში გვეხმარება არასამთავრობო ორგანიზაცია G Y D E A (საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია). აღნიშნულ საქმიანობას ორგანიზაცია წლებია ეწევა, რა თქმა უნდა, არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი. პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და გარკვეული აქტივობები საქრთველოშიც იგეგმება. Sazogadoeba.ge ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ედუარდ დემეტრაშვილს ესაუბრა.

ედუარდ დემეტრაშვილი: „ჩვენი ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები დღეს დილიდან საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებენ და მოსახლეობას შიდსზე ინფორმაციას მიაწვდიან. აუხსნიან დაავადების გადაცემის გზებსა და მისგან თავის დაცვის საშუალებებს. აქტივობები, ძირითადად, უნივერსიტეტებთან იქნება, რადგან რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივაწვდინოთ ხმა. მოსახლეობას ასევე მოვიწვევთ კონცერტზე, რომელიც საღამოს ვაკის პარკში გაიმართება და რომელში მონაწილეობასაც თავისუფალი მუსიკოსები მიიღებენ. კონცერტს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამისნისტროსა და UNISEF-ის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. კონცერტის მიზანია, რაც შეიძლბა მეტმა ადამიანმა მიიღოს სწორი ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსზე.

კონკრეტულად რა ინფორმაციას მოისმენს მოსახლეობა და ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ თითოეულმა ჩვენგანმა? – დაავადების გავრცელების გზებსა და პრევენციაზე ასევე ორგანიზაცია
G Y D E A-ს წარმომადგენელს, ახალგაზრდული პროექტების მენეჯერს, ბესიკ ლიპარტელიანს ვესაუბრეთ:

– როგორ ხდება აივ ინფექცია/ შიდსის გავრცელება?

დაავადების გადაცემის ყველაზე გავრცელებული და ხშირი გზა დაუცველი სქესობრივი კონტაქტია, ასევე არასტერილური სამედიცინო იარაღების გამოყენება. გადეცემა ხდება ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტითა და დაავადებული დედიდან შვილზე, მუცლად ყოფნისას, მშობიარობისას, ან ძუძუთი კვებისას. მიუხედავდ იმისა, რომ ნერწყვი, ოფლი, ცრემლი და შარდი ვირუსს შეიცავს, არც შეხებით, არც კოცნითა და არც საყოფაცხოვრებო კონტაქტით (საერთო აბაზანა და ტუალეტი) დაავადება არ გადადის, რადგან ამ სითხეებში კონცენტრაცია ძალიან დაბალია. აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებისთვის კი ვირუსის მაღალი კონცენტრაციაა საჭირო. დაავადება არ გადადის არც კოღოს ნაკმენით, რადგან კოღო გვწოვს სისხლს და არ გვისხამს, შესაბამისად ორგანიზმში ინფიცირებული სისხლი ვერ ხვდება.

-რა უნდა იცოდეს და გააკეთოს ადამიანმა, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ინფიცირებისგან?

-აუცილებელია შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის დროს კონდომის გამოყენება. ნარკოტიკის ინექციისას კი სხვადასხვა ნემსის მომხმარება. ასევე აუცილებელია ვიცოდეთ, რომ სამედიცინო დაწებულებებსა და სილამაზის სალონებში ირაღებს უტარდება სტერილიზება.

-რამდენად ეფექტურია კონდომის გამოყება, ის ადამიანს 100%-ით იცავს ?

-თუკი სწორად მოხდება მისი გამოყენება და ის არ იქნება ვადაგასული, მაშინ ადამიანი აბსოლუტურად დაცულია დაინფიცირებისგან.

როგორც ვხედავთ, მძიმე დაავადებისგან თავის დაცვა არც ისე რთულია. მთავარია ვფლობდეთ სწორ ინფორმაციასა და გავითვალისწინოთ უსაფრთხოებისათვის საჭირო ნორმები. ვირუსით დაინფიცირება მხოლოდ ჩვენი უყურადღებობის, ან ინფორმაციის ნაკლებობის შედეგად ხდება და დაავადებულ ადამიანს მასში ბრალი არ მიუძღვის. საშიში თვით ვირუსია და არა მისი მატარებელი ადამიანი.

Check Also

2018 წელს 52 ახალი შემთხვევა – აივ/შიდსის სტატისტიკა კვლავ მზარდია

ავტორი: სალომე ჩადუნელი წყარო: primetime.ge 2018 წელს აივ ინფექცია/შიდსის უკვე 52 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, შენარჩუნებულია ახლა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *