Home / მედიცინა / შიდსის მკურნალობა მალე შესაძლებელი იქნება?

შიდსის მკურნალობა მალე შესაძლებელი იქნება?

როგორც The Guardian იტყობინება, ბრიტანელი მკვლევარები ადამიანი იმუნოდეფიციტის ვირუსისგან (აივ/შიდსი) განკურნებას მიუახლოვდნენ. ამის თქმის საშუალებას კი ის აძლევთ, რომ მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამ პაციენტებზე ტესტირებისას საგრძნობი შედეგი აჩვენა.

კვლევა, რომელსაც 5 საუკეთესო ბრიტანული უნივერსიტეტის ლაბორატორია ატარებს, სტანდარტულ ანტირეტროვირუსულ ვაქცინას იმ წამლებთან აერთიანებს, რომლებიც აივ/შიდსის მთვლემარე ვირუსს ააქტიურებს და ორგანიზმის იმუნურ სისტემას აიძულებს ებრძოლოს ინფიცირებულ უჯრედებს.

ცალკე აღებული ანტირეტროვირუსული ვაქცინა ძალიან ეფექტურია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, თუმცა, ვერ ახერხებს მის განდევნას ორგანიზმიდან.

კომბინირებული წამლის ტესტირებაში 50 პაციენტი იღებს მონაწილეობას. პირველი პაციენტის მკურნალობის შემდეგ ჩატარებულმა ანალიზებმა სისხლში ვირუსის კვალი ვეღარ აღმოაჩინეს – იუწყება Sunday Times.

შედეგის წარმატებულობაზე საუბარი ჯერ ადრეა. ადრეც მომხდარა, რომ აივ ინფექციისგან განკურნება შესაძლებელი ეგონათ, თუმცა რადგან ამ ვირუსს შეუძლია ანალიზებს და იმუნურ სისტემას დაემალოს, რაღაც დროის შემდეგ, პაციენტებს ისევ აღმოაჩნდებოდათ ხოლმე ეს ვირუსი.

თუმცა, როგორც სამედიცინო კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორი, მარკ სამუელსი ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, ეს უკანასკნელი კვლევა, ყველა აქამდე ჩატარებულ კვლევას შორის, ყველაზე შედეგიანი და მასშტაბურია.

ამჟამად მსოფლიოში აივ ინფექციის მატარებელია 37 მილიონი ადამიანი, მსხვერპლი კი ვირუსის აღმოჩენის დღიდან დღემდე 35 მილიონს აღწევს. აივ/შიდსი 1980–1990–იან წლებში მომაკვდინებელ ვირუსად მიიჩნეოდა, მკურნალობა კი ათასობით აშშ დოლარი ღირდა. ბოლო წლებში აივ/შიდსთან ბრძოლა მსოფლიოს მასშტაბით გაიოლებულია ახალი თაობის მედიკამენტების წყალობით. აღნიშნული მედიკამენტები ვირუსს ორგანიზმში “ყინავენ” და მას არ აძლევენ საშუალებას, დააზიანოს ორგანიზმი. თუ აივ დადებითი პირი მკურნალობს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, ის ჩვეულებრივ, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ზუსტად იმდენია, რამდენიც აივ უარყოფითი პირის. დაახლოებით 10 წელია აივ ინფექცია მომაკვდინებელი ვირუსი არ არის, მას ექიმები განიხილავენ მართვად, ქრონიკულ ვირუსად, რომელიც ადამიანის შრომისუნარიანობასა და სრულფასოვან ცხოვრებას, მკურნალობის შემთხვევაში, საფრთხეს არ უქმნის. საქართველოში აივ ინფექციის მკურნალობა და დიაგნოსტირება, ასევე მედიკამენტები, აბსოლუტურად უფასოა.

წყარო: on.ge / The Guardian

Check Also

2018 წელს 52 ახალი შემთხვევა – აივ/შიდსის სტატისტიკა კვლავ მზარდია

ავტორი: სალომე ჩადუნელი წყარო: primetime.ge 2018 წელს აივ ინფექცია/შიდსის უკვე 52 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, შენარჩუნებულია ახლა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *