Home / სიახლეები / მემარჯვენე სოციალურ მოძრაობებში გაწევრიანების ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზები (თანასწორობის მოძრაობა)

მემარჯვენე სოციალურ მოძრაობებში გაწევრიანების ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზები (თანასწორობის მოძრაობა)

ბოლო წლების განმავლობაში საქართვლოში და არა მხოლოდ, შეინიშნება მემარჯვენე, მათ შორის ღიად ფაშისტური დღის წესრიგის მქონე ჯგუფების გაძლიერება. როგორც, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, მემარჯვენე ჯგუფები აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და რიგ შემთხვევებში, პოლიტიკური პროცესების განვითარების განსაზღვრაში. ამავე დროს, იზრდება ახალგარზდების ინტერესი ასეთი ჯგუფების მიმართ და უფრო და უფრო, მეტი ახალგაზრდა ერთვება მათ საქმიანობაში. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, აქამდე არ მოგვეპოვებოდა ადგილობრივი კვლევები, რომლებიც გაანალიზებდნენ მემარჯვენე ჯგუფების ფუნქციონირებას, იდეოლოგიურ საფუძვლებს და ა.შ.

ხუთშაბათს, 26 ივლისს „თანასწორობის მოძრაობა“ გეპატიჟებათ ნინო ბექაიას კვლევის პრეზენტაციაზე, რომელიც მემარჯვენე სოციალურ მოძრაობებში გაწევრიანების ფსიქოლოგიურ და სოციალურ მიზეზებს ეხება. ლექციაზე საუბარი იქნება კვლევის მთავარ მიგნებებზე, რომლებიც გამოვლინდა „ქართული მარშის“ საქმიანობის ანალიზზე დაყრდნობით.
ავტორი ისაუბრებს იმ მიზეზებზე, რაც ხელს უწყობს ადამიანების მემარჯვენე სოციალურ მოძრაობებში გაწევრიანებას.

გელოდებით !

Check Also

KIKI Drag Show – Nataliya Samusevich from USA

She’s beauty  and Grace and she pissed on trump’s face. ნატალია იქნება კიკის სტუმარი 15 …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *