Home / ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

ვებ გვერდი Gay.Ge ქართულ ინტერნეტ სივრცეს პირველად 2003 წლის 24 მაისს მოევლინა და შეიძლება ითქვას პიონერის როლიც ითამაშა ახალ ქართულ ვირტუალურ რეალობაში. იგი დაარსდა 2 ახალგაზრდა IT სპეციალისტის მიერ, სახლის პირობებში, პერსონალურ კომპიუტერზე. წლების მანძილზე საიტი ფუნქციონირებდა მხოლოდ მათი პირადი დაფინანსებით და ენთუზიაზმით.

Gay.Ge 2003 წლის გვერდის ნიმუში

Gay.Ge-ს მიზანი იყო იმ დროისთვის ახლად აღმოცენებული ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის, სექსუალური უმცირესობის მხარდასაჭერად და საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად. შეიქმნა ვებ პლატფორმა, რომელიც იმ დროინდელ მომხმარებელს პირველად სთავაზობდა გეი თემატიკის მასალას ქართულ ვებ სივრცეში. საიტმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან აქ წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ სერიოზული ინფორმაცია, არამედ სახალისო საერთაშორისო სიახლეები, მუსიკა, იუმორი, გეი თემატიკის კომპიუტერული თამაშები და ა.შ. შესაძლებელი იყო LGBT მომხმარებლების ერთმანეთთან დაკავშირება-გაცნობა, მაშინ პოპულარული ჩატ პროგრამის mIRC-ის საშუალებით. საიტის პირველი ვარიანტი აგებული იყო HTML-ზე, რაც გარკვეულად ზღუდავდა მის ფუნქციურ მრავალფეროვნებას.

ერთ წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ აუცილებელი იყო საიტის ტექნიკური განვითარება და 2004 წლის ბოლოს იგი დროებით დაიხურა.  თითქმის ერთ წლიანი დაუღალავი მუშაობის შემდეგ Gay.Ge  დაუბრუნდა მომხმარებელს განახლებული იერსახით. ახალი ფუნქციებით და შესაძლებლობებით. საიტი უკვე მთლიანად იყო აწყობილი PHP-ზე და იყენებდა MySQL-ის ბაზებს. შესაძლებელი გახდა მომხმარებლების რეგისტრაცია და პირადი პროფილების შექმნა, ფორუმი, მეტი ინტერაქტიულობა და ა.შ საიტს აგრეთვე დაემატა ინგლისურენოვანი ინტერფეისიც.

Gay.Ge 2005 წლის გვერდის ნიმუში

მომდევნო 3 წლის მანძილზე შენარჩუნებული იყო საიტის 2005 წლის დიზაინი. პერიოდულად კეთდებოდა მცირედი განახლებები. იმ დროინდელ LGBT მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონდათ დისკუსიები საიტის ფორუმზე, სადაც მათ არავინ უკრძალავდა თავისუფლად ესაუბრათ იმ დროისთვის ჯერ კიდევ ტაბუდადებულ თემებზე. ეს იყო პლატფორმა, სადაც მათ კონფიდენციალურობას მკაცრად იცავდნენ და მათ არ ქონდათ გასაჯაროების საშიშროება.

ბუნებრივია, ქართულ კონსერვატიულ ვებ სივრცეში მსგავსი ინტერნეტ გვერდის არსებობას ბევრი ეწინააღმდეგებოდა. იყო პერიოდული თავდასხმები. საიტის გათიშვის მცდელობები, მუქარები. უარის თქმა ჰოსტინგზე და ასე შემდეგ. საქმეს ისიც ართულებლა, რომ ქართულ სივრცეში ინტერნეტ სახელის რეგისტრატორის მაშინინდელი წესების თანახმად აკრძალული იყო ქართული საიტების უცხოურ ჰოსტინგზებზე განთავსება. ქართული ჰოსტინგ პროვაიდერები კი დიდი სიხარულით არ ეკიდებოდნენ Gay.Ge-ს თავიანთ სერვერებზე განთავსებას.  იყო მცდელობა საერთოდ Gay.Ge-ს სახელის გაუქმებისაც, რადგან რეგისტრატორის თქმით “gay” უზრდელური სიტყვა იყო და ეწინააღმდეგებოდა მათ წესებს. იურისტების დახმარებით, ჩვენ ავუხსენით რას ნიშნავს გეი და რას ნიშნავს უზრდელური, რის შედეგაც მათ გადაიფიქრეს დომენის გაუქმება.

საიტი სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართულ LGBT საზოგადოებაში. Gay.ge-თ ჩვენი არაკეთილის მოსურნეებიც დაინტერესდნენ. პირდაპირ თავდასხმაზე გადმოვიდა ეგრედ წოდებული “ყვითელი პრესის” ეტალონი გაზეთი “†ტრიბუნა”. რამდენიმე თვის მანძილზე ვიგერიებით მათ იერიშს. აშკარა იყო, თავდასხმები და საიტის გაქრობის მცდელობები არ შეწყდებოდა. საჭირო გახდა ალიანსის შექმნა და რესურსების გაძლიერება. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავუკავშირდით Inclusive Foundation-ს და ერთობლივი პროექტის იდეა შევთავაზეთ.

2007 წლის 5 ივნისს საიტი დროებით ისევ გაითიშა. უკეთესი მისიისთვის. უფრო მეტი სიახლეებითვის. გაკეთა სრული რებრენდინგი.

Gay.Ge და Inclusive Foundation – გაერთიანდნენ. გაჩნდა საკმარისი ფინანსები და რესურსები ვებ გვერდის განსავითარებლად. ჩატარდა კონკურსები, საღამოები, ტრენინგები, დაიბეჭდა Gay.Ge-ს მისალოცი ბარათები და გულსაბნევები.

2008 წლიდან საიტის მომხმარებლემს პირველად მიეცათ საშუალება პირადად გაეცნოთ საიტის შემქმნელები. აგრეთვე მონაწილეობა მიეღოთ და დასწრებოდნენ Inclusive Foundation-ის მიერ მოწყობილ ტრენინგებს და საღამოებს. გაკეთდა გასვლითი ივენთებიც. ჩატარდა პირველი დასავლური ტიპის LGBT კლუბური საღამო CUBIC-ში.  იმას, რაც დღეს Gallery-ში და Horoom-ზე ხდება დასაბამი სწორედ ამ ივენთმა მისცა.