Home / საჭირო ბმულები

საჭირო ბმულები

Tanadgoma.ge – საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი

თანადგომაში შეგილძიათ მიიღოთ ანონიმური და უფასო კონსულტაცია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ.  გაიკეთოთ ექსპრეს ტესტი აივ-ზე და C ჰეპატიტზე. აგრეთვე მიიღოთ უფასო კონდომები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებიბისგან თავდასაცავად.

დედაქალაქის გარდა, თანადგომას აქვს ფილიალები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში.

Women.ge – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ლესბოსელი, ბისექსუალი ქალებისა და ტრანსგენდერი ქალების გაძლიერება. ამისათვის ორგანიზაციის ბაზაზე იმართება დისკუსიები, კინოჩვენებები, ვორქშოპები, ცნობიერების ჯგუფები თემის წევრებისთვის. სოციალიზაციისთვის უსაფრთხო სივრცე ეთმობა ასევე ტრანსგენდერ ჯგუფს. ზემოხსენებული აქტივობების მეშვეობით ორგანიზაცია მუშაობს სოლიდარობის კულტივირებაზე თემში და შემდგომ საშუალებას აძლევს თემის წევრებს გააქტიურდნენ სხვადასხვა ფლეშმობში, გამოფენების და სხვა არტ და უფლებრივი ინიციატივების მზადებაში.